დომინგის (მოცულობითი) სტიკერი
დომინგის (მოცულობითი) სტიკერი
რა არის "დომინგის სტიკერი"?

დომინგი, იგივე მოცულობითი/ამობურცული სტიკერი არის სრულ ფერში მაღალი ხარისხით ნაბეჭდი ნებისმიერი ზომის და ფორმის სტიკერი, რომელსაც ზემოდან დასხმული აქვს გამჭვირვლე მასა, რაც სტიკერს ხდის ძალიან ეფექტურს, აძლევს 3D ეფექტს და ამავდროულად იცავს გახუნებისა და დაზიანებისაგან.

რა განსხვავებაა დომინგსა და ეპოქსის(EPOXY) შორის?

დომინგის სტიკერის დასამზადებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის პოლიურეთინი, რომელსაც გააჩნია შემდეგი თვისებები: მაქსიმალურად გამჭვირვალეა, უფერულია, ეფექტურია და მთავარი - დაცულია ულტრაიისფერი სხივებისგან. რაც შეეხება ეპოქსის, მას არცერთი ეს თვისება არ აქვს, არის ნაკლებად გამჭვირვალე და დროთა განმავლობაში ყვითლდება.

რისთვის გამოიყენება დომინგის სტიკერი?

დომინგის სტიკერი შეიძლება დაეკრას ნებისმიერ სწორ, მშრალ და სუფთა ზედაპირს. უძლებს წყალს, წნევას, ტემპერატურას და მზეს, შესაბამისად, გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარე მოხმარებისთვის.

აქვს მრავალი დანიშნულება:

*საუკეთესო საშუალება პროდუქციის ბრენდირებისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული ტიპის პროდუქციის ისეთი მაღალი ეფექტურობით ბრენდირება, როგორიც სხვა მეთოდებით შეუძლებელია.

*ფასმაჩვენებილი/პროდუქციის ეტიკეტი. დომინგის სტიკერი ფართოდ გამოიყენება ფასმაჩვენებლად/პროდუქციის ეტიკეტად. არის წყალგამძლე, შესაბამისად, ობიექტი რომელზეც ის დაკრულია შეიძლება გაიწმინდოს წყალით. არის ეფექტური და იზიდავს თვალს.

*შეიძლება დაიბეჭდოს ნებისმიერი გამოსახულება, ნებისმიერი ზომის და ფორმის. არის ძალიან მიმზიდველი. შეიძლება დაეკრას მობილურ ტელეფონს, მანქანას და მრავალი სხვა.

Sima
FaceBook Twitter ელფოსტაბეჭდვა